ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ოქროს ბირჟა რამდენიმე წუთის წინ დააყაჩაღეს ზუგდიდი დამატების თარიღი 2 მაისი, 2018 356 თვითმხლველების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი შენობაში შევიდა და ერთ-ერთი დახლიდან ოქროს ნივთები გაიტაცა. "მთლიანად წაიღო ერთი ღრუბელი, სადაც ოქროს სამკაულები იყო განთავსებული. ახალგზარდა, გრძელთმიანი ბიჭი იყო და მაშინვე გაიქცა", – აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე. გაქცეულს მოვაჭრეებთან ერთად სამართალდამცავებიც გაეკიდნენ, თუმცა, მისი დაკავება ვერ მოხერხდა. ადგილზე სამართალდაცავი ორგანოს წარმომადგენლები მუშაობენ.