ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საავტომობილო გზებზე შეზღუდვები წესდება ზუგდიდი დამატების თარიღი 25 მაისი, 2018 270 ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საავტომობილო გზებზე შეზღუდვები წესდება – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 24 მაისს ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება, 23:00 საათიდან კი მთლიანად ჩაიკეტება, გამსხურდიას გამზირი და თავისუფლების მოედანი. რის შემდეგაც ტერიტორიაზე კონსტრუქციების და პავილიონების სამონტაჟო სამუშაოები დაიწყება. გამსახურდიას გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება 25 და 26 მაისსაც. ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღე წელს განსაკურებულად აღინიშნება. ღონისძიებები იმართება თავისუფლების მოედანსა და ცენტრალური ბულვარის ორივე მხარეს.