ზუგდიდში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება გრძელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 3 ოქტომბერი, 2017 455 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 4 თორმეტსართულიან კორპუსს აშენებს, სადაც ბინა 240 დევნილ ოჯახს გადაეცემა,- ამის შესახებ ინფორმაციას ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება სამეგრელოს რეგიონსა და თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. განაცხადები მიიღება 2017 წლის 4 ნოემბრამდე, შემდეგ მისამართებზე: • თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი; • ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6, სამინისტროს ტერიტორიული სამმართველო.