ზუგდიდის სასამართლომ ცოლის დაჭრაში ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ზუგდიდი დამატების თარიღი 9 თებერვალი, 2018 276 ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ცოლის დაჭრაში ბრალდებულ მამაკაცს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ზუგდიდის სასამართლოშიში განმარტავენ დაკავებულს ადვოკატი არ ჰყავს. მათივე ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სს კოდექსის მე-11 პრიმა, 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. რაც შეეხება დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას განმარტებით, ის სტაბულურად არის და დღეს ბინაზე გაეწერება. „ჭრილობა ბასრი იარაღით ჰქონდა მიყენებული მუცლის არეში. იყო ბადექონის დაზიანება, გაუკეთდა გადაუდებელი ოპერაცია. ამჟმად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განმარტა ორჟონიამ. წინასასამართლო სხდომა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 29 მარტს გაიმართება.