ზუგდიდის მერია სოციალურად დაუცველ ჯგუფებს სააღდგომო საჩუქრებს გადასცემს ზუგდიდი დამატების თარიღი 5 აპრილი, 2018 246 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ტრადიციულად, სააღდგომოდ, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, ომის ვეტერანებს, 100 წელს გადაცილებულ ადამიანებს და სოციალური საცხოვრისის ბენეფიცარებს, სულ დაახლოებით 550-მდე ოჯახს სასაჩუქრე კალათებს გადასცემს. სასაჩუქრე კალათები საკვებ პროდუქტებს მოიცავს და ერთი კალათის ღირებულება 62 ლარია. მერიამ სასაჩუქრე კალათები დღეს სოციალური საცხოვრისის 250 ბენეფიციარს გადასცა.