ზუგდიდის ბულვარში ქუჩის პიანინო განთავსდა ზუგდიდი დამატების თარიღი 14 აგვისტო, 2018 141 ზუგდიდის ბულვარში ქუჩის პიანინო განთავსდა, რომელზეც დაკვრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ქუჩის პიანინო ზუგდიდში „შენი იდეა მერს“ პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი მოქალაქის მერაბ ოკუჯავას ინიციატივით დაიდგა. თბილისის შემდეგ „შენი იდეა მერს“ ზუგდიდში ლაშა გოგიას ინიციატივით დაინერგა და მისი მიზანი ქალაქის განვითარებაში საზოგადოების აქტიური ჩართვაა. ბულვარში სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატებიცაა გამოფენილი.