ზესტაფონში გამგეობის შენობის წინ, გამგეობიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა აქცია გაიმართეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 3 იანვარი, 2018 317 მუნიციპალიტეტის სოფლების წარმომადგენლებმა და სპეციალისტებმა მერიის ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს რომლის თანახმადაც ხელშეკრულება 25 თანამშრომელს აღარ გაუგრძელა. აქციის მონაწილეების თქმით მერიის გადაეყვეტილება უკანონოა. "სოფლის დეპუტატმა დევნა პოლიტიკური ნიშნით გამომიცხადა. მე ყოფილი დეპუტატის კახა შავგულიძის კადრად მომიაზრებს. ამიტომ გამათავისუფლა სამსახურიდან,"-განაცხადა სოფელ ქვედა საქარის კოორდინაციის განყოფილების ყოფილმა სპეციალისტმა ელზა ნებიერიძემ. როგორც ზესტაფონის მერი მოადგილემ, დავით ჩირგაძემ განაცხადა, რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა 19 შტატი, დანარჩენ შტატებზე კი კონკურსი უნდა გამოცხადდეს.