ვანში #1 საარჩევნო უბანში ხმის მისცემის პროცედურა ხმაურით დაიწყო. ვანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 28 აპრილი, 2018 194 კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს შორის დაპირისპირება პირველი ამომრჩევლის შემოსვლისთანავე დაიწყო. " დარღვევით აპირებდნენ კენჭისყრის პროცედურის დაწყებას და საკონტროლო პაკეტის ჩაგდების გარეშე აპირებდნენ პირველი ამომრჩევლის მიღებას" – განაცხადა პარტია ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა დათო ჟღენტმა. კომისიის თავჯდომარის ირმა აბრამიძის განმარტებით კი, არანაირ დარღვევას ადგილი არ ქონია. " უსაფუძვლოა მათი პრეტენზიები. დარღვევა რომ ყოფილიყო აუცილებლად დაწერდნენ საჩივარს, საჩივარი კი არ დაწერილა"-განაცხადა ირმა აბრამიძემ.