ვანისა და ხონის ოლქში მაჟორიტარობის 3-მა კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა ვანის მუნიციპალიტეტიხონის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 16 აპრილი, 2018 241 ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში 3-მა მაჟორიტარობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა. თავისუფალი საქართველოდან შოთა მაქაცარიამ, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან გიორგი ხალიჩავამ და პატრიოტთა ალიანსიდან გიორგი ხურციძემ გადაწყვეტილება ქრისტიან დემოკრატების ახალი კანდიდატის მამუკა ტუსკაძის სასარგებლოდ მიიღეს. შუალედურ არჩევნებში ვანი-ხონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 6 კანდიდატს შორის მოუწევს. მათგან 5 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. 1 კი დამოუკიდებელი კანდიდატია.