ერთ-ერთი დაშავებული მეშახტე კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ტყიბულის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 6 აპრილი, 2018 259 ქუთისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობას ამ დროისთვის ორი მეშახტე აგრძელებს. მესამე მეშახტე ექიმებმა უკვე სახლში გაწერეს. როგორც საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, ამ დროისთვის რეანიმაციაში რჩება 55 წლის გიორგი ნიქაბაძე, თუმცა, ირაკლი გოგინავას თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება მეორე დაშავებულს მერაბ აშოთიას, საავადმყოფოდან სავარაუდოს დღის ბოლომდე გაწერენ.