ერთი დაშავებული და ერთი გარდაცვლილი – ვანში ქვეითებს ავტომობილი დაეჯახა ვანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 28 აპრილი, 2018 248 მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში. შემთხვევას ახალგაზრდა ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორ ქალბატონს "ბე ემ ვე"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი საარჩევნო უბანთან დაეტაკა. შემთხვევის შედეგად დაშავებული მეორე ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ამ დროისათვის მიმალულია. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276 მიხლის 1 და 6 ნაწილით დაიწყო.