ენერგო-პრო ჯორჯია: მარნეულის ცენტრის აბონენტის ენერგომომარაგება უფრო სტაბილური გახდა მარნეულის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 5 იანვარი, 2018 861 სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ -მ მარნეულში დაასრულა ახალი, 10 კვტ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. შედეგად მარნეულის ცენტრის დაახლოებით 4 ათასი აბონენტის ენერგომომარაგება უფრო სტაბილური და ხარისხიანი გახდა. ფიდერზე, რომლითაც აღნიშნული ტერიტორია მარაგდებოდა ელექტროენერგიით, საკმაოდ ბევრი აბონენტი იყო მიერთებული, მათ შორის სხვადასხვა საწარმო. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოხდა აბონენტების ნაწილის გადაყვანა ახალ ხაზზე, შესაბამისად ავარიული გათიშვების ალბათობა საკმაოდ შემცირდა. ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს.