დღეს, ქუთაისის ოპერის თეატრში “რიგოლეტოს” პრემიერა გაიმართება ქუთაისი დამატების თარიღი 22 დეკემბერი, 2017 292 27 დეკემბერს, ქუთაისის მელიტონ ბალაჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გახსნიდან 48 წელი სრულდება; აღნიშნულთან დაკავშირებით, 19:00 საათზე, ჯუზეპე ვერდის ოპერის „რიგოლეტო“ პრემიერა გაიმართება. „რიგოლეტოს“ საპრემიერო დადგმა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.