დღეს ტყიბულში სოლიდარობის აქცია გაიმართება ტყიბულის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 9 მაისი, 2018 200 17:00 საათზე ტყიბულში სოლიდარობის აქცია გაიმართება. დღეს ერთი წელი გავიდა მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევიდან, რასაც 4 მეშახტეს სიცოცხლე ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მიუსამძიმრებენ გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახებს და პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა ხსოვნას. გასული წლის 9 მაისს, მინდელის სახელობის შახტში, ერთ-ერთ უბანზე ეგრეთწოდებული "ლიფტი" გაწყდა და მეშახტეები რამდენიმე კილომეტრის სიღრმეზე ჩავარდნენ.