დღეს მესხიშვილელებმა წინასაპრემიერო პრომო აქცია მოაწყვეს ქუთაისი დამატების თარიღი 6 თებერვალი, 2018 284 ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის შენობის წინ, სპექტაკლის ,,იქ, სადაც ჩემი სახლია“ მონაწილე მსახიობებმა Street Art-ის ჟანრში პრემიერის სახელწოდების ფერადი წარწერები გააკეთეს, რასაც გამვლელი ქუთაისელებიც შეუერთდნენ. რეჟისორ კახა გოგიძისთვის ეს სპექტაკლი ქუთაისის მესხიშვილის თეატრში პირველი სარეჟისორო ნამუშევარია. პიესის ავტორი ლალი კეკელიძეა. სპექტაკლი ყოფითი კომედიაა, რომელიც ყველა თაობის ქართულ მენტალობაზე გვიყვება, ყველა იმ სოციალურ პრობლემაზე, რომელიც ნებისმიერ ოჯახს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას რეალურად აწუხებს. სპექტაკლში 8 პერსონაჟია. პრემიერა თებერვლის თვეში 5-ჯერ იქნება ნაჩვენები.