დღეიდან ქუთაისში გარე ვაჭრობაზე სანქციები მკაცრდება ქუთაისი დამატების თარიღი 1 მარტი, 2018 302 ქუთაისში, ცენტრალური ბაზრის და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია ა(ა)იპ სპეციალურმა სერვისებმა დაასუფთავეს. აღნიშნული ტერიტორიიდან გარე მოვაჭრეთა დახლები და სხვადასხვა სახის მოწყობილობები აიღეს. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, 1-ლი მარტიდან ქუთაისში გარე ვაჭრობაზე სანქციები მკაცრდება და იმ მოქალაქეებს, რომლებიც კანონს არ დაემორჩილებიან, მკაცრი საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ. ქუთაისის მერია 3 თვის განმავლობაში მოსაკრებლისგან გათავისუფლების სანაცვლოდ, გარმოვაჭრეებს ბაზარში შესვლას სთავაზობს.