დუშეთში, სოფელ არაგვისპირეთში მამაკაცმა მეუღლე მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა დუშეთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 15 თებერვალი, 2018 426 დუშეთის რაიონის სოფელ არაგვისპირეთში 13 თებერვალს მკვლელობა მოხდა. როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცმა ჯერ მკვლელობა ჩაიდინა ხოლო, თავი მოიკლა. შსს-მ ასევე დაგვიდასტურა ინფორმაცია, რომ ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 108-3 მუხლით დაიწყო.