დუშეთის გარკვეულ ნაწილს, დროებით, წყალმომარაგება შეუწყდება მცხეთა-მთიანეთის მხარე დამატების თარიღი 7 თებერვალი, 2018 302 7 თებერვლის 11:30 საათიდან 20:00 საათამდე, დუშეთში – კოსტავას, ერეკლე მეორეს, შამანაურის, ზანდუკელის, ბაჩანას, ობსერვატორიის, ყვავილის, მლეთის, 300 არაგველის, გურამიშვილის და ყაზბეგის ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია კოსტავას ქუჩაზე პოლიეთილენის მილის დაზიანების გამო. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.