დმანისის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება დმანისის მუნიციპალიტეტირეგიონები დამატების თარიღი 24 მარტი, 2020 1,082 კოვიდ-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესაბამისად დმანისის მუნიციპალიტეტის მერის – გიორგი ტატუაშვილის გადაწყვეტილებით: 1. დიალიზის საჭიროების მქონე პირებს რომლებიც ცხოვრობენ დმანისის მუნიციპალიტეტში და სამედიცინო მომსახურებას იღებენ დმანისის მუნიციპალიტეტის გარეთ, გამოეყოთ სპეციალურად თანხები რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი შეუფერხებელი გადაადგილება სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით ‼️ 2. შემქმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დმანისის მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საავადმყოფოს ექიმებისათვის სპეციალურად გამოიყო სატრანსპორტო რესურსი, რათა 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დმანისი