დაბა ჯვარში ფიცრის უკანონო და შენიღბული ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 12 აპრილი, 2018 215 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირველადი გადამუშავების პროდუქტის – ფიცრის უკანონო და შენიღბულად ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარში გაჩერებული სატვირთო ავტომანქანის ძარის ქვედა ნაწილში არსებულ ე.წ. სამალავში 1,4 მ3 წიწვოვანი სახეობის ფიცარი იყო განთავსებული. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს, მძღოლმა ვერ წარმოუდგინა დოკუმენტაცია. ავტომანქანა და პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის სამართალდამცავ უწყებაში გადაიგზავნება.