გურჯაანში ხევების გაწმენდისა და ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის დაახლოებით 100 000 ლარი გამოიყო გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 15 მარტი, 2018 238 გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ხევების გაწმენდისა და ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის დაახლოებით 100 000 ლარია გამოყოფილი.მერიაში აცხადებენ,რომ პრევენციის მიზნით სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. "ყოველ წლს ვახორციელებთ ხევების გაწენდით სამუშაოებს, რათა მოჭარბებული ნალექის დროს თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო შემთხვევები. ძირითადად ბელახევი და ახტალისხევი გვაქვს გასაწენდი. მოხდება სხვა ხევების დათვალიერებაც და თუ სადმე კრიტიკული ადგილია, იმასაც მივაქცევთ ყურადღებას. დაახლოებით სამი წელია, რაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხევის ადიდების შემთხვევა არ ყოფილა,“- განაცხადეს გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში.