გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 17 ივლისი, 2018 149 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი რეგიონული განვითარების ფოინდიდან 365 968 ლარით დაფინანსდა. "გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 22 ივნისს გაფორმდა. სამუშაოები 23 სექტემბერს უნდა დამთავრდეს. სოფლისთვის ეს გზა მეტად მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში ის მთლიანად ამორტიზებული იყო. მთლიანობაში, ასფალტის საფარი1003 მეტრ ფართობზე დაიგება“ – განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.