გურჯაანში სიჩქარის განმსაზღვრელი რადარები დამონტაჟდება გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 25 მაისი, 2018 243 გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტომობილების სიჩქარე სპეციალური რადარებით გაკონტროლდება. ამისათვის მერია 68 სისწრაფის განმსაზღვრელის შეძენას გეგმავს. "16 ცალი რადარი მერიას უკვე შეძენილი აქვს. წელს გაფორმდა მეორე ეტაპი ხელშკრულების, რადარების შეძენაზე, სულ თანხით 53 ათას 924 ლარი. ჯერჯერობით ლოკაციები განსაზღვრული არ არის. ამას საპატრულო პოლიცია და საგზაო დეპარტამენტი ერთობლივად გადაწყვეტს.“- განაცხადეს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში. გზებზე სისწრაფის განმსაზღვრელი რადარების დამონტაჟება სავარაუდოდ შემოდგომიდან დაიწყება.