გურჯაანში, საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” ჩატარდა გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 27 აპრილი, 2018 223 დღეს, გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" საგაზაფხულო, მე-12 სერიის მეორე ტური გაიმართა. ორი ტურის შემდეგ ქ.გურჯაანის #2 საჯარო სკოლის გუნდი – „კრეაწივი“ ლიდერობს. ინტელექტულურ თამაშში 17 სკოლა მონაწილეობს. თამაში 4 ტურად გაიმართება და ფინალში საუკეთესო შედეგის მქონე 5 სკოლის გუნდი გადავა. გამარჯვებულ გუნდს ტრადიციულად "ბროლის ბუ“ და პრიზები გადაეცემა, ასევე დაჯილდევდებიან მე-2 და მე-3 ადგილზე გასული გუნდები, გამოვლინდება სეზონის საუკთესო მოაზროვნე. თამაშის "რა? სად? როდის?" რედაქტორი, წამყვანი და კითხვების ავტორი პაატა ჩახვაშვილია. დღევანდელ ტურს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება.