გურჯაანში, სამარშრუტო ტაქსიში მამაკაცი გარდაიცვალა გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 15 იანვარი, 2018 334 გურჯაანში, სამარშრუტო ტაქსიში, სოფელ ველისციხის მკვიდრი, შუა ხნის ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ტრანსპორტში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მძღოლმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახა, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.