გურჯაანში მე-4 საჯარო სკოლის ბუფეტი გატეხეს – წაღებულია 100 ლარამდე ღირებულების პროდუქტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 18 აპრილი, 2018 186 გურჯაანში მე-4 საჯარო სკოლის ბუფეტი გატეხეს. "აიპრესის" ინფორმაციით, წაღებულია სხვადასხვა სახის 100 ლარამდე ღირებულების პროდუქტი. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულის ჩამდენი ორი არასრულწლოვანი უკვე გამოავლინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.