გურჯაანში ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 31 ოქტომბერი, 2017 336 გურჯაანში, თაყაიშვილის №5 მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, კორპუსი, რომელშიც ამჟამად 7 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვები, ავარიულია და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს. ეთერ ლომიძე, ადგილობრივი: ,,ამას თუ საცხოვრებელი ჰქვია არ ვიცი, ამდენი წელია ასეთ მდგომარეობაში ვართ და არავინ გვეხმარება, კედლები დაბზარულია, ჭერიდან ყოვლდღე ბათქაში ვცვივა, იატაკი ფეხქვეშ გვეცლება, ცუდი ამინდის დროს ოთახებშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ.,, მოსახლეობის თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას ავარიული კორპუსის გადახურვის შესახებ განცხადებით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივები უწყების დროულ რეაგირებას და ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ. გამგეობაში განმარტავენ, რომ მოსახლეობის განცხადება სამშენებლო მასალით დახმარების შესახებ უწყებაში მართლაც შევიდა, თუმცა მათივე თქმით, კერძო საკუთრების რეაბილიტაციისთვის სახსრების გამოყოფის უფლება გამგეობას არ აქვს. ,,სახურავის გადახურვის შესახებ მოგვმართეს, თუმცა მათი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა, გამომდინარე იქიდან, რომ კერძო საკუთრების რეაბილიტაციას გამგეობა ვერ ჩაატარებს. რაც შეეხება ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას და ქირით გაყვანას, ეს მხოლოდ სტიქიის დროს ხდება ხოლმე, თუმცა განცხადებით მომართვის შემთხვევაში, გამგეობა განიხილავს, რამდენად შესაძლებელი იქნება აღნიშნული ოჯახების ქირით გაყვანა.,,- განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბარში გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ია დათუკიშვილმა .