გურჯაანმა ცურვაში კახეთის ღია პირველობას უმასპინძლა გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 30 აპრილი, 2018 183 ჩემპიონატი 12 წლამდე ასაკის გოგონებსა და ვაჟებს შორის ცურვის ოთხივე სახეობაში გაიმართა. შეჯიბრი გურჯაანის სპორტკომპლექსში ჩატარდა, რომელშიც მთელი საქართველოდან 380 -მდე ბავშვი მონაწილეობდა. "პირველად კახეთში, გურჯაანმა უმასპინძლა ღია პირველობას ცურვაში. მოასპარეზეები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან იყვნენ. გურჯაანის სპორტკომპლექსის აუზმა დიდი მოწონება დაიმსახურა და სამომავლო გეგმებსაც ჩაეყარა საფუძველი. მერიის მთვარი ამოცანაა ხელი შეუწყოს და განავითაროს სპორტული ცხოვრება გურჯაანში და გურჯაანი გადააქციოს სპორტული მიზიდულობის ცენტრად", – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა. ღონისძიება საქართველოს საწყალოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და „გურჯაანის სპორტული გაერთიანების“ მხარდაჭერით გაიმართა.