გურჯაანის სამუსიკო სკოლაში საგაზაფხულო კონცერტი ჩატარდა გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 12 აპრილი, 2018 182 დღეს გურჯაანის სამუსიკო სკოლაში საგაზაფხულო კონცერტი ჩატარდა, რომელშიც სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა. კონცერტზე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების როგორც საფორტეპიანო ასევე, სავიოლინო და ვოკალური ნაწარმოებები შესრულდა. ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი თვითმართველობის თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.