გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხელფასები იზრდება გურიის მხარე დამატების თარიღი 21 დეკემბერი, 2017 320 საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი გასული წლის მსგავსად კვლავ 2650 ლარი იქნება,ხოლო მისი მოადგილის ხელფასი 100 ლარით იზრდება და 1800 ლარი ხდება. 100 ლარით ეზრდებათ ხელფასები მესამე რანგის უფროს სპეციალისტებს. რაც შეეხება საკრებულოს აპარატის უფროსს, მას 1000- ის ნაცვლად 1500 ლარი ექნება. „ საკრებულოს აპარატს 15 შტატიანი თანამშრომელი ეყოლება. ერთი იქნება აპარტის უფროსი, 2 განყოფილების უფროსი, 3 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი და 9 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. საკრებულოს კომისიისა და ფრაქციების თავმჯდომარეების 1350-ის ნაცვლად 1500, საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის თანამდებობრივი სარგო 810 ლარის მაგიერ 1200 ლარით განისაზღვრა, მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსს სპეციალისტებს 560 ლარის ნაცვლად 700 ლარი ექნებათ“- განაცხადა სესიის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდოამარემ, ლევან ხაზიურმა.