გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ შარტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 27 ივლისი, 2018 152 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ შარტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. წინადადებები 9 აგვისტომდე მიიღება. "მოასფალტდება 232 მეტრი გზის საფარი, მოეწყობა ტროტური. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, თანადაფინასნებაში შედის ადგილობრივი თვთმმართველობაც 13.5%-ით. გზა ძალიან ამორტიზებულია, ასფალტი არასდროს ყოფილა მაგ ქუჩაზე."- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ მუსალბიშვილმა. შარტავას ქუჩის რეაბილიტაციაზე 136 511 ლარი დაიხარჯება