გურჯაანის მერმა განყოფილებისა და სამსახურის უფროსები წარადგინა გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 30 მარტი, 2018 375 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა განყოფილებისა და სამსახურის უფროსები, ასევე სოფლებში მერის წარმომადგენლები წარადგინა. თანამდებობებზე დაინიშნენ : -ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი – მაია ლალიაშვილი; -მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი ლევან წინწალაშვილი; – შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი – მაია ჯაფარაშვილი; -ინსპექტირების განყოფილების უფროსი – მაგდა მაჭავარიანი; -კონტროლის განყოფილების უფროსი – ალექსანდრე შავგულიძე; -იურიდიული განყოფილების უფროსი – თეონა ელიზბარაშვილი; -ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროსი – რამაზ ქიტიაშვილი; -კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსი – თამარ ფურცელაძე; -მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი – მერი ოსოშვილი; -საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი – ნინი ნინოშვილი; -კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთ სამსახურის უფროსი – ეკა ცისკარაშვილი; -ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი – სოფიო ქუმსიაშვილი; – ქონების მართვის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი გივი ამისულაშვილი; – ქონების მართვის სამსახურის უფროსი -კოტე ბერიძიშვილი; ,,ბრძანებებს ხელი დღეს მოვაწერე. საკონკურსო კომისიამ კანდიდატები გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით შეარჩია, მაქვს მოლოდინი, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ეს ადამიანები იდეალურად მოემსახურებიან და გურჯაანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება" – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა.