გურჯაანელი სპორტსმენების წარმატება და ხუთი ოქროს მედალი გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 2 აპრილი, 2018 229 31 მარტს, თბილისში გამართულ საქართველოს კლუბებს შორის კიკ-ბოქსინგის ღია რინგში ხუთმა გურჯაანელმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და ოქროს მედლები მოიპოვეს. ლაშა ფრიდონაშვილმა (75 კგ. ), საბა ოდლომიშვილმა (45 კგ), ნიკა სამხარაძემ (50 კგ), გიგი ღვინიაშვილმა (25 კგ) და ნიკა უტიაშვილმა (30 კგ) სხვადასხვა წონით კატეგორიებში იასპარაზეს და პირველი ადგილების მფლობელები გახდნენ. დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილი და კულტურის , განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ეკა ცისკარაშვილი და კულტურის და განათლების განყოფილების ხელმძღვანელი თამარ ფურცელაძე გამარჯვებულ სპორტმენებს და მათ მწვრთნელს გიორგი ელიკაშვილს შეხვდნენ, გამარჯვება მიულოცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს