გურიაში, 80 წლის პენსიონერის ავტოფარეხიდან ავტომობილი მოპარეს გურიის მხარე დამატების თარიღი 1 მაისი, 2018 228 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის გზაზე, გატაცებული ოპელის მარკის ავტომანქანა დამწვარი იპოვეს. ამის შესახებ „აიპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით ავტომანქანა სოფელ ცხემლისხიდის მკვიდრს, 80 წლის იური მშვიდობაძეს ეკუთვნოდა. მას გუშინ დილით საკუთარი ავტოფარეხი ცარიელი დახვდა. შშს-ს პრეს-ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ ეტაპზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.