გორში ღონისძიება “გორის დღეები” აღინიშნება გორი დამატების თარიღი 14 ოქტომბერი, 2017 537 ტრადიციად ქცეული სახალხო დღესასწაული 11 ოქტომბერს საერთაშორისო საგუნდო ფესტივალით გაიხსნა. ფესტივალი საგუნდო მუსიკის მოყვარულებს სამდაუვიწყარ დღეს აჩუქებს,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. 15 ოქტომბერს სახალხო დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყებე. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, შს სამინისტოს პროექტი „უსაფრთხო ქალაქი“, გაიმართება ადგილობრივი საესტრადო და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, ფერების ფესტივალი, გალა კონცერტი, რომელსაც 22:00 საათზე გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს. 16 ოქტომბერს „გორისდღეები 1017“ -ს მწერალ ვანო ჩხიკვაძის შემოქმედებითი საღამო დაასრულებს. ღონისძიება გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახემწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზი 18:00 საათზედაიწყება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია და მუნიციპალური ა(ა)იპახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრი. ქალაქის სახალხო დღესასწაული „გორის დღეები“ 2010 წლიდა ნაღინიშნება.