გორში მშენებარე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს გორი დამატების თარიღი 18 ოქტომბერი, 2017 331 გორში მშენებარე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე საქართველოს მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას სისტემატურად ეცნობა. მინისტრმა ამჯერად, გორში მშენებარე მულტიფუნქციური, ორდარბაზიანისპორტისსასახლისმიმდებარეტერიტორიისკეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულა. ობიექტის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის სპორტის სასახლის მიმდებარედ შესაბამისი ინფრასტრუქტურა კეთდება. 1 ჰა ტერიტორიაზე ეწყობა შიდა გზები და პარკინგი, მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე გარე და დეკორატიული განათება,მათ შორის დასასვენებელ სივრცეები.პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 1, 5 მილიონლარამდეა. გორში, მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. კომპლექსის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.