გიორგი გოგილაშვილი მუნიციპალურ მუზეუმებს ესტუმრა სიღნაღის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 18 მაისი, 2018 238 სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი, მისი მოადგილე თემურ ბალარჯიშვილი, "სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის“ ხელმძღვანელ ნათია ნადიკაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებულ მუზეუმებს ესტუმრნენ. გიორგი გოგილაშვილმა მუზეუმის თანამშრომლებს 18 მაისი, „მუზეუმების საერთაშორისო დღე“ მიულოცა. ამავე დღით სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში იაპონიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ორეგამის ვორქშოფები გაიმართა.