გია აბულაძე: მხოლოდ ივანიშვილის წინაშე ანგარიშვალდებულ კანდიდატს მხარს ვერ დავუჭერთ ბათუმი დამატების თარიღი 13 ივლისი, 2018 177 პრეზიდენტთან კონსულტაცია დაასრულა "ნაციონალურმა მოძრაობამ. ფრაქციის თავმჯდომარის გია აბულაძის განმარტებით შეხვედრის შემდეგ არ აქვთ მოლოდინი, რომ მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ქართული ოცნების კანდიდატის თორნიკე რიჟვაძის წინააღმდეგ წავა. "ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ არ არის ნორმალური პროცესი, როცა ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი. ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს კანდიდატს, რომელიც მხოლოდ ანგარიშვალდებული იქნება ივანიშვილის წინაშე. პრეზიდენტის პოზიციას რაც შეეხება, მისთვისაც გაუგებარია ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ჩვენს კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციების გაგრძელებას არ გამოვრიცხავ, თუმცა გამოცდილება გვკარნახობს, რომ განსხვავებულად მოიქცეს პრეზიდენტი იმისგან, როგორც მოიქცა ხაბაძის და პატარაძის შემთხვევაში"-განაცხადა გია აბულაძემ