გეორგიევსკის ლენტა და საბჭოთა კავშირის სიმბოლიკა – ბათუმში 9 მაისის ღონისძიება ხმაურით დაიწყო ბათუმი დამატების თარიღი 9 მაისი, 2018 375 "უკვდავი პოლკის" მიერ ორგანიზებული 9 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე საბჭოთა კავშორის სიმბოლიკამ მოქალაქეების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია. აქციის მონაწილეთა ნაწილს მკერდზე გეორგიევსკის ლენტა ეკეთა, ნაწლი კი საბჭოთა კავშირის მაისურით გამოვოდა შეკრებილებთან. ადგილობრივები აქციის მონაწიილეებს მოუწოდებდნენ გაემიჯნონ ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკის პოპულარიზაციას, რასაც ურთიერთ დაპირისპირება მოჰყვა. 9 მაისთან დაკავშირებული მსვლელობა ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა და ბათუმის მერიასთან შეთანხმებით. დღეს მემედ აბაშიძის ქუჩაც გადაიკეტა. მერიაში განმარტავენ, რომ აქცია საქართველოში არსებული შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ დღეს ფაშიზმზე გამარჯვებიდან 73 წელი გავიდა.