გარემოვაჭრეებმა ქუთაისის მერიის შენობის წინ ცენტრალური გზა გადაკეტეს ქუთაისი დამატების თარიღი 1 მარტი, 2018 285 პირველი მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვა გააპროტესტეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დასაქმებულმა გარემოვაჭრეებმა. მათ მერიის შენობის წინ ცენტრალური გზა გადაკეტეს. გარემოვაჭრეები ქალაქში გარევაჭრობის აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ. მათი განცხადებით, თითოეულ მათგანს საბანკო ვალდებულებები აქვს და თავის რჩენის წყარო სჭირდებათ. ისინი არ ეთანხმებიან მერიის შეთავაზებას ბაზრებში შესვლასთან დაკავშირებით. "უნდა იყოს გარევაჭრობა დაშვებული. ბაზრებში შედით და სამი თვე გადასახადს არ გადაიხდითო. სამი თვის მერე რა ვქნათ, როგორ გადავიხადოთ გადასახადები? ათი ლარის ლიმონი და ნიორი შევიტანოთ ბაზარში? მაშინ არ გაძვირებულიყო წყალი, დენი და პროდუქტები," – აცხადებენ გარემოვაჭრეები. ამ დროისთვის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. გარემოვაჭრეთა ნაწილი ქალაქის მერს ხვდება.