ბოტანიკურ ბაღში ეთნობოტანიკური კუთხე მოეწყობა სიახლეები დამატების თარიღი 2 აპრილი, 2018 263 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ეთნობოტანიკური კუთხის მოწყობაში დაეხმარება; მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი საქართველოში გავრცელებული საკვები, დეკორატიული და სამკურნალო კულტურული სახეობების ადგილობრივი ჯიშების შესწავლასა და პოპულარიზაციას გულისხმობს. ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში მოეწყობა ერთობლივი სადემონსტრაციო ნაკვეთები. „სამწუხაროდ, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ცნობადობა ძალიან დაბალია; მივესალმებით ახალ წამოწყებას თბილისის ბოტანიკურ ბაღში შეიქმნას ეთნობოტანიკური კუთხე, რითაც შესაძლებლობა მოგვეცემა მასშტაბურად წარმოვაჩინოთ ქართული ჯიშის ბოსტნეული, ბაღჩეული, მარცვლოვანი, ხეხილოვანი კულტურები და ვაზი“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ. ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, ცენტრი მზად არის ბოტანიკურ ბაღთან სხვადასხვა მიმართულებით სათანამშრომლოდ, მათ შორის, ბაღის კუთვნილ ლაბორატორიებში განახორციელოს ნიადაგის ანალიზი.