ბორჯომის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ბაღს ჩაუტარეს რეაბილიტაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 19 ნოემბერი, 2017 383 ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახლადრეაბილიტირებულ საბავშვო ბაღებს კიდევ ერთი განახლებული ბაღი შეემატა,- ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს, პროექტის ფარგლებში შენობაში სრულად გარემონტდა ოთახები, შეიღება კედლები და ჭერი, მოეწყო ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდა სველი წერტილები, საკანალიზაციო სისტემა, ელ-გაყვანილობა და შეიღება შენობის გარე-ფასადი. სააღმზრდელო დაწესებულება, ასევე აღიჭურვა თანამედროვე აუდიო-ვიდეო აპარატურით, სამზარეულო ტექნიკითა და სპეციალური გაზ-ქურებით. ოთახები განახლდა ახალი ავეჯით და ყველა საჭირო ინვენტარით. №1 საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ოთახების ავეჯითა და ინვენტარით აღჭურვისათვის ჯამურად 165 300 ლარი დაიხარჯა. განახლებული საბავშვო ბაღი შემდეგი კვირიდან 230-მდე აღსაზრდელს მიიღებს. აღნიშნული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება რიგით მეეექვსეა, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო 3 წლის განმავლობაში გარემონტდა. წლის ბოლომდე ბორჯომის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი – დაბა წაღვერისა და სოფელ ტაძრისის განახლებული შენობები შეემატება. სრულად გარემონტებული და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი №1 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა, ახლადარჩეულმა მერმა ლევან ლიპარტიამ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს.