ბიორნ ბრანდზეგი: გარემოზე ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ჩვენი პროექტის მთავარი პრიორიტეტია სიახლეები დამატების თარიღი 22 მარტი, 2018 272 ბიორნ ბრანდზეგის სახელს საქართველოში უმსხვილესი ენერგოპროექტების წარმატებით დაგეგმვა და განხორციელება უკავშირდება. ის ნორვეგიული კომპანია Clean Energy Group-ის დამფუძნებელი პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორია და ამავდროულად არის კომპანია ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი. ბიორნს აქვს ფინანსური ბაზრების მრჩევლის 15 წლიანი გამოცდილება განახლებადი ენერგიის მიმართულებით. ნამახვანი ჰესის პროექტს ნორვეგიული Clean Energy Group-ი საერთაშორისო გამოცდილების მქონე, თურქულ კომპანია ENKA-სთან ერთად განახორციელებს. ნამახვანი ჰესის მშენებლობის დაწყება 2018 წელს იგეგმება. 433 მეგავატი სიმძლავრის ნამახვანი ჰესი სიდიდით მეორე ჰიდროელექტრო სადგური იქნება საქართველოში. 1. კომპანია ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია, აშენებს საქართველოს ჰიდროენერგო სექტორში ყველაზე დიდი პროექტს ნამახვანიჰესს, როგორც ცნობილია მშენებლობის არეალში მცხოვრებ მოსახლეობასთან საჯარო დისკუსია გამართეთ, რა მიზანს ისახავდა ეს შეხვედრები? შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ნამახვანის პროექტის განხორციელების ჩვენეული გეგმები გაცნობა, პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მისი განხორციელების შედეგების წარდგენა. შეხვედრების შემდეგ დაიწყო საჯარო კონსულტაციების პროცესი მიწის კომპენსაციების თაობაზე. ჩამოყალიბდა საჯარო საკონსულტაციო საბჭოები, რომელთა მიზანია მოსახლეობის აზრის გაგება მიწის სამართლიანი კომპენსაციის, თემში ინვესტირების პროგრამების პრიორიტეტების შესახებ. 2. როგორია მოსახლეობის განწყობა ადგილზე, როგორც ცნობილია საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. როგორც მოსალოდნელი იყო, მოსახლეობის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. საზოგადოების ნაწილი ხედავს იმ სარგებელს, რომელსაც პროექტი მოიტანს, მათ შორის არის დასაქმება მშენებლობის ეტაპზე, გაუმჯობესებული ინფტასტრუქტურა, თემში ინვესტირების პროგრამები და ასე შემდეგ. მეორე ნაწილი კი შეშფოთებულია პროექტის ზემოქმედების შედეგად მეწყრული პროცესების გაზრდის საშიშროების, მიკრო კლიმატის ცვლილების და სხვა საკითხების გამო. ჩვენი სოციალური გუნდის 10 თანამშრომელი გადავიდა საცხოვრებლად ნამახვანი ჰესის მშენებლობის არეალში. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან მოსახლეობას და აწვდიან ინფორმაციას პროექტის შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, მათ ქონდეთ სრული ინფორმაცია, მათ ყველა კითხვას ამომწურავად ვუპასუხოთ, ხოლო პროექტის განხორციელების შედეგად თითოეული მათგანი იყოს კმაყოფილი. ჩვენ და ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთად უნდა განვახორციელოთ ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი -ნამახვანი ჰესი. 3. თქვენი კომპანია საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია, სააქციო საზოგადოება ნამახვანს მოპოვებული აქვს ყველა ნებართვა, ჩატარებული აქვს ყველა კვლევა, რომელიც მშენებლობის დაწყებისთვის არის საჭირო, თუმცა ცნობილია, რომ თქვენ ატარებთ დამატებით კვლევებს. კონკრეტულად რა კვლევებზეა საუბარი? "ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას" დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა მთავრობის მიერ მომზადებული დიზაინის განსახილველად, რომელსაც პროექტის შვეიცარული ინჟინერი, კომპანია Stucky -იც უჭერს მხარს. კვლევების მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ დაკვეთილი ადრინდელი დიზაინის დაზუსტება, რომელიც იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ Studio P-მ განახორციელა. ასევე ვატარებთ არაერთ კვლევას გარემოს მიმართულებით. მაგალითისთვის ჩვენ გვსურს შევისწავლოთ კლდის სიღრმე კაშხლების ტერიტორიაზე, რათა უკეთ გავიგოთ, თუ რა ზეგავლენას მოახდენს წყალსაცავის მშენებლობა ფერდობის სტაბილურობაზე. 4. როდის გეგმავთ გარემოზე ზემოქმედებს ანგარიშის განხილვას არასამთავრობო სექტორთან და პროექტით დაინტერესებულ ყველა პირთან ერთად? პროექტს მოპოვებული აქვს გზშ-ს დასკვნა და მშენებლობის ნებართვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარემოსდაცვითი და სოციალური კვლევების განახლება, რათა მოხდეს მათი შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის რეგულაციებთან და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის/ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სტანდარტებთან. ამ სამუშაოს ფრანგული საკონსულტაციო კომპანია SLR ახორციელებს. კვლევების შედეგები მომდევნო თვეებში გახდება საჯარო, ამის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ საჯარო კონსულტაციების პროცესს, სადაც მოვისმენთ დადებული დასკვნების კრიტიკას და შეფასებებს. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, იმედი გვაქვს, რომ შეხვედრები კონსტრუქციული გზით წარიმართება. 5. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მშენებლობის შედეგად, შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს ადგილობრივი კლიმატი და საფრთხის ქვეშ დადგეს ადგილობრივი ღვინის ჯიშები. რამდენად რეალურია ეს საფრთხე? გარემოზე ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ჩვენი პროექტის მთავარი პრიორიტეტია. დამატებითი კვლევების ფარგლებში ჩვენ რამდენიმე მიკროკლიმატის საერთაშორისო ექსპერტი ჩავრთეთ. დასკვნა ასეთია: მიკრო კლიმატზე პროექტი მნიშვნელოვან ზეგავლენას არ მოახდენს, მათ შორის ტვიშშიც. ჩვენთვის ცნობილია ადგილობრივი მეღვინეების შეშფოთება. ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს მონიტორინგის აღჭურვილობის დამონტაჟებას ტვიშში, წყალსაცავის მშენებლობის შედეგად მიკროკლიმატური ცვლილებების დასაფიქსირებლად. ზოგადად, მიმდინარეობს გლობალური კლიმატური ცვლილებები, მოსალოდნელია, რომ საქართველოში მომდევნო 30 წლის მანძილზე ჰაერის ტემპერატური 1-2 გრადუსით გაიზრდება. ნამახვანის პროექტი განახლებად ენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც ჩაანაცვლებს წიაღისეულ საწვავს და ხელს შეუწყობს გლობალური კლიმატური ცვლილებების ზეგავლენის შემცირებას.