ბათუმში შემოვლითი გზის სამუშაოების შემსრულებელი 30-მდე მუშა გაიფიცა ბათუმი დამატების თარიღი 4 მაისი, 2018 175 ისინი ერთ-ერთ თურქულ კომპანიაში არიან დასაქმებული და სამუშაოებს ხელვაჩაურის მონაკვეთზე ასრულებენ. გაფიცულები სამუშაო საათების გაზრდას აპროტესტებენ და ანაზღაურების მომატებას მოითხოვენ. "ვმუშაობდით დილის რვიდან ღამის ექვსამდე, დასვენების დღის გარეშე, ახლა სამსახურში გამოცხადება დილის 7-დან მოითხოვეს, ფაქტობრივად სამსახურში ცხოვრებას გვთხოვენ გროშების ფასად"- განუცხადა "აიპრესს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ედიშერ მუთიძემ. აქციის მონაწილეები მათი დარღვეული შრომითი უფლებების გაუმჯობესებას საგზაო დეპარტამენტისგან, როგორც სამუშაოების დამკვეთისგან მოითხოვენ.