ბათუმში საშტომო მდგომარეობაა-უხვი ნალექის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა ბათუმი დამატების თარიღი 16 ოქტომბერი, 2017 334 შტორმული წვიმაა ბათუმში, უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა. უამინდობა ქალაქში სინოპტიკოსების თქმით ორი დღე გაგრძელდება. "ეხლა არის საშტორმო მდგომარეობა, ეს მდგომარეობა შენარჩუნდება ხვალამდე. 5-6 ბალს შეადგენს ამდროისთვის შტორმი შავ ზღვაზე. ქარის მიმართულება არის სამხრეთ დასავლეთი, 12-17 წამი დაქროლვა, 22 მეტრიწამი ქარის სიმძლავრე." – განუცხადა აიპრესს სინოპტიკოსმა, ქეთი ანთიამ.