ბათუმში მოქალაქაქემ პროტესტის ნიშნად ხეზე ლურსმნით ხელი მიიჭედა ბათუმი დამატების თარიღი 27 ივლისი, 2018 208 ვასიკო ტაკიძემ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას აჭარის მთავრობის სახლის წინ მას შემდეგ მიმართა, რაც სანაპირო ზოლში დელტა პლანით ფრენა საჰაერო ნავიგაციამ აუკრძალა. როგორც დაზარალებული ამბობს ამ ბიზნეს ის სამი წელია აწარმოებს და ბანკიდან დიდ ოდენობით სესხი აქვს გამოტანილი. ტაკიძე მთავრობისგან შველას ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში საარსებოს გარეშე რჩება. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებშიც მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.