ბათუმში დაჭრილი 12 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია ბათუმი დამატების თარიღი 2 აპრილი, 2018 227 დაჭრილი იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა განყოფილებაში დღის პირველ საათზე სასწრაფო დახმარებამ მიიყვანა. განყოფილების უფროსის ინფორმაციით მოზარდს კოჭის არეში ბასრი საგნით ნაკვეთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ნაირა ფარტენაძის განცხადებით დაშავებული შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ ორ საათში დატოვებს სამედიცინო დაწესებულებას. თვითმხილველების ინფორმაციით დღეს 7-ე საჯარო სკოლის მოსწავლე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე თანატოლმა დაჭრა. მოზარდი მეზობლმა უგონო მდგომარეობაში იპოვა და პირველადი დახმარება სასწრაფოს მოსვლამდე აღმოუჩინა. ამ დრომდე უცნობია რა გახდა თანაკლასელებს შორის დაპირისპირების მიზეზი. ფაქტთან დაკავშირები