ბათუმში დაკარგული 15 წლის მოზარდი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ თბილისში იპოვეს ბათუმი დამატების თარიღი 24 აპრილი, 2018 506 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მე-10 კლასის მოსწავლე თბილისში მეგობართან იპოვეს. უწყების ცნობით, გოგონა უვნებელი, თავს კარგად გრძნობს და უკვე ბათუმში, მშობლებთან მიჰყავთ. გოგონას დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ოჯახმა გაავრცელა. გოგონას გაუჩინარებას დედა თანატოლების მიერ გაურკვეველ სექტაში გაწევრიანებას უკავშირებს. ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.