ბათუმის 79-ე ოლქში 17:00 საათის მონაცემებით ხმა ამომრჩევლების 29%-მა დააფიქსირა ბათუმი დამატების თარიღი 21 ოქტომბერი, 2017 301 17:00 საათის მონაცემებით ბათუმში საკუთარი პილიტიკური ნება 29%-მა დააფიქსირა. 79-ე ოლქში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მხოლოდ 8 საჩივარია დაწერილი და ყველა ოქმი "სამართლეან არჩევნებს" ეკუთვნის. რაც შეეხება საარჩევნო უბანზე დაწერილ საჩივრებს, ისინი საოლქო კომისიში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ შევა. "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირებლებმა ბათუმის 105 საარჩევნო უბანზე 50-ზე მეტი საჩივარი დაწერეს. პარტიის განმარტებით, მართველი გუნდი მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა არჩევნების გაყალბებას. "ქართული ოცნების" შტაბში ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და დესტრუქციული ვითარების შექმნაში ადანაშაულებენ.