ბათუმის №79-ე ოლქმა საჩივრების განხილვა დაასრულა ბათუმი დამატების თარიღი 25 ოქტომბერი, 2017 313 ბათუმის №79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ჯამში კომისიამ 32 საჩივარი განიხილა, მათი უმრავლესობა დისციპლინურ გადაცდომებს ეხებოდა. კომისიამ 10 საჩივარი უსაფუძვლობის გამო საერთოდ არ განიხილა, რამდენიმე უბნის თავჯდომარესა და მდივანს კი გაფრთხილება ან შენიშვნა მისცა. საჩივრების განხილვის მოთხოვნით სასამართლოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანმა არჩევნებმა უკვე მიმართეს. ბათუმის №79-ე ოლქმა საჩივრების განხილვა დღეს დაასრულა.